ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს მიხეილ ნადარეიშვილის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად საბაკალავრო პროგრამა "მათემატიკის" სტუდენტებისათვის.
საკონკურსო განაცხადის წარდგენის ვადები: 2019 წლის 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით.
საკონკურსო საბუთები მიიღება მისამართზე:
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური, თსუ 11–ე კორპუსი, ოთახი 349, 10:00-17:00  სთ
დეკანის ბრძანება
რექტორის ბრძანება
თარიღი:
                                        
                                            04/07/2019
                                        
                                    
                                                                                                    